მემინგენის აეროპორტის ფანჯრიდან ქართველი მამაკაცი გადახტა

სულ ნახვები : 449
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

12 მაისს, ხუთშაბათს ნაშუადღევს, 23 წლის ქართველი მამაკაცი საქართველოდან გერმანიაში, მემინგენის აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ, სასაზღვრო შემოწმებას დაექვემდებარა.

როგორც გერმანული მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, მამაკაცი არ აკმაყოფილებდა შესვლის მოთხოვნებს და ის უკან, საქართველოში უნდა გაეშვათ,  თუმცა, აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის განყოფილებაში საქმის განხილვის დროს, 23 წლის ქართველმა  დარბაზის ფანჯარა ჩაამტვრია და გაიქცა.

გაქცევიდან მალევე 23 წლის ბიჭი გერმანელმა ქალმა აეროპორტთან ახლოს, ერთ-ერთი ფირმის ოფისთან დაინახა და  პოლიციის ოპერაციულ ცენტრს აცნობა,  რომ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი იმალებოდა. ამ შეტყობინების საფუძველზე მამაკაცი დააკავეს.

ვინაიდან ქართველის მიერ   ნებაყოფლობით გერმანიის დატოვებას პოლიცია აღარ იმედოვნებდა, იგი პარასკევს დილით მემინგენის რაიონულ სასამართლოში წარადგინეს. მოსამართლემ დაკავების ორდერი გასცა და 23 წლის მამაკაცი, დეპორტაციის მომზადების პროცესამდე, წინასწარი დაკავების იზოლატორში  გადაიყვანეს.

მის წინააღმდეგ ასევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქონების დაზიანებისა და არასანქცირებული შესვლის ბრალდებით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა