ინფორმაცია ეპისკოპოს მელქისედეკის ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება - საპატრიარქო

სულ ნახვები : 80
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის დასჯისა და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ ​შეესაბამება.

როგორც საპატრიარქო განმარტავს, საპატრიარქოში გამართულ შეკრებაზე შეთანხმება ხელდასხმის კანდიდატების მიერ კომისიის გავლის საკითხებს ეხებოდა.

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეკრებაზე დასჯილ იქნა კომისიის მიერ და აეკრძალა სასულიერო პირების ხელდასხმა.

განვმარტავთ, რომ აღნიშნულ კომისიაზე მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოს სამღვდელო კომისიას გაივლიან მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირად ხელდასხმის კანდიდატები. რაც შეეხება ინფორმაციას ეპისკოპოსის დასჯის და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება",- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები