საბრძოლო მოქმედებების აქტიური ნაწილი ამ წლის ბოლომდე დასრულდება - უკრაინის დაზვერვის მეთაური

სულ ნახვები : 119
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი Sky News -სთან აცხადებს, რომ რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გარდამტეხ მომენტს მიაღწევს აგვისტოში და წლის ბოლომდე დასრულდება.

„გარდატეხა იქნება აგვისტოს მეორე ნახევრში. ამ წლის ბოლომდე დასრულდება საბრძოლო მოქმედებების აქტიური ნაწილი. შედეგად, ჩვენ აღვადგენთ უკრაინის ხელისუფლებას ყველა ჩვენ ტერიტორიაზე, რომლებიც დავკარგეთ, მათ შორის დონბასს და ყირიმს“ , - განაცხადა დაზვერვის ხელმძღვანელმა.

ბუდანოვის თქმით, რუსეთის ტაქტიკა არ შეცვლილა, მიუხედავად მისი წინ წაწევისა აღმოსავლეთით და დასძინა, რომ რუსეთს უამრავი დანაკარგი აქვს.

უკრაინის დაზვერვის მეთაური აცხადებს, რომ ომში რუსეთის წარუმატებლობით გაოცებული არ არის.

„ჩვენი მტრის შესახებ ყველაფერი ვიცით. ვიცით მათი გეგმების შესახებ თითქმის იმ მომენტში, როდესაც ამ გეგმებს აწყობენ“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, ევროპა რუსეთში ხედავს დიდ საფრთხეს და ეშინია მოსკოვის მხრიდან აგრესიის.

„რვა წელია ვეომებით რუსეთს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფართოდ დარეკლამირებული რუსული სიძლიერე მხოლოდ მითია. ის არც თუ ძლიერია. ეს არის ადამიანთა ურდო იარაღით“, - განაცხადა ბუდანოვმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები