პირადადაც ვგრძნობთ, რომ ეს ხელისუფლება ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომია - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 331
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჰგონია, რომ ეს ხელისუფლება ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომია. ამის შესახებ მან სამთავრობო მედია POSTV-ის ეთერში ისაუბრა:

"პირადადაც ვგრძნობთ ჩვენ, ეს ხელისუფლება, მგონი, ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომი ხელისუფლებაა, მათ შორის, ფიზიკურადაც - როგორც რეგიონებში გასვლით სიარულით, ისე, ზოგადად, უშუალო კონტაქტით მოსახლეობასთან. ამ დამოკიდებულებას პირადადაც ვიღებთ, როდესაც, ვთქვათ, ქუჩაში ადამიანები გვხვდებიან.

ჩვენთან სოციალური მედიის თვითგამოცხადებული ელიტა ამ სოციალური მედიით ქმნის პარალელურ საქართველოს, რომელიც, თითქოს, ისეთია, როგორც იქ განწყობები შეიძლება იყოს ხელოვნურად მართული. საბოლოო ჯამში, რაღაც მომენტში, როდესაც არის გადამწყვეტი მომენტები - არჩევნები იქნება თუ საპროტესტო ღონისძიება, თვითონვე განიცდიან იმედგაცრუებას, იმიტომ, რომ ვერ იჯერებენ. თავად ამ სოციალურ მედიაში ჰგონიათ, რომ ეს პარალელური რეალობა არის ნამდვილი რეალობა და როდესაც გამოდიან, ნამდვილ რეალობას ხედავენ, იმედგაცრუებაა და ფრუსტრაცია"- ამბობს პაპუაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა