დროებით ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფსევდო პრეზიდენტმა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი დანიშნა

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის მიერ ოკუპირებული  ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანების შესახებ რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება.

შესაბამის განკარგულებას ხელი ფსევდო რესპუბლიკის ფსევდო  პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, მოაწერა. ინფორმაციას პროპაგანდისტული რუსული მედია ავრცელებს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ვწყვეტ, დავნიშნო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე, რეფერენდუმის თარიღად დანიშნულია ივლისი. 2022 წლის 17", - ნათქვამია დოკუმენტში.

დადგენილება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან. მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მედიას განუცხადა,  თუ როგორ აფასებს კრემლი რუსეთთან შეერთების შესახებ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების იდეას.

პესკოვის თქმით, ეს ინიციატივა ხალხის აზრის გამოხატვის კონტექსტში განიხილება.

30 მარტს ბიბილოვმა განაცხადა, ‘’ქვეყნის’’  ხელისუფლება ელის, რომ გადადგას სამართლებრივი ნაბიჯები რუსეთთან შესაერთებლად და ამ უკანასკნელს თავის ისტორიულ სამშობლოს უწოდებს. მან განმარტა, რომ ამას რეფერენდუმი დასჭირდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები