აზოვსტალში მყოფი ჯარისკაცების გადასარჩენად რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს - კირილენკო

სულ ნახვები : 410
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან უკრაინელი ჯარისკაცების გადასარჩენად "რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს.

"რთული მოლაპარაკებები დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს, რათა გადავარჩინოთ მცველები - თანდათანობით, რადგან რუსეთი ცდილობს, გვიკარნახოს საკუთარი პირობები და მოთხოვნები". - ამბობს ის.

კირილენკოს თქმით, თავდაპირველად მარიუპოლის მძიმედ დაჭრილი მცველების გადარჩენას ეცდებიან. მისივე სიტყვებით, მოლაპარაკების პროცესზე დეტალურ კომენტარს მანამ არ გააკეთებენ, სანამ სამხედროების ევაკუაციას არ შეძლებენ.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ის მართლაც ძალიან რთულია. იმიტომ,  რომ რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ცვლის პირობებს. ის შეთანხმებებიც კი, რომლებიც დადებულია, რუსეთთან 100%-იანი არ არის". - ამბობს კირილენკო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები