პირველი ინფიცირებული 12 მაისს დაფიქსირდა, დღეს კი 350 000 ადამიანია დაინფიცირებული - ჩრდილოეთ კორეა კორონა კოლაფსის წინაშე

სულ ნახვები : 1,663
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ორი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეა კოვიდ 19-ის არსებობას კატეგორიულად უარყოფდა.

ქვეყანაში ამტკიცებდნენ, რომ პანდემიით არ იყვნენ დაზარალებულნი, პირბადეებსაც არ ატარებდნენ, ვაქცინაციაზე უარი თქვეს და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებდნენ. თუმცა, 2 წლის თავზე, მაშინ, როდესაც ევროპა და ამერიკა კოვიდ რეგულაციებს აუქმებს და ცხოვრებას აახლებს, დიქტატორულ კორეაში ვირუსი და თანაც რეკორდული რაოდენობით ფიქსირდება. გუშინ წინ, 12 მაისს ქვეყანაში პირველი კოვიდ პაციენტი ჰყავდათ, დღეს კი ვირუსი 350 000-ზე მეტი ადამიანს აქვს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, ქვეყანაში დაახლოებით 350 000 ადამიანი დაავადდა უცნობი ცხელებით. 187 800 ადამიანი იზოლირებულია და მკურნალობას გადის. ვირუსი აპრილის ბოლოდან რეკორდულად ვრცელდება. ამჟამად გაურკვეველია, დაინფიცირებულთაგან რამდენს ჩაუტარდა რეალურად ტესტირება Covid-19-ზე. სააგენტოს ცნობით, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი დადასტურებულად კოვიდისგან. 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ხუთშაბათს დაადასტურა თავის ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელება და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უაღრესად გადამდები ომიკრონის პათოგენის ქვევარიანტი აღმოაჩინეს დედაქალაქ ფხენიანში. კიმმა ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნის გამოცხადების განკარგულება გასცა.

ჩრდილოეთ კორეას Covid-19 ოფიციალურად აქვს. ამას უცებ თავად პარტიული დიქტატურა აღიარებს. ამიტომ ერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული უნდა იყოს. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მედია ბოლო 2 წლის განმავლობაში, სიხარულით იუწყებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ინფექციები არ იყო, ალბათ მხოლოდ პროპაგანდისტული ხრიკი იყო.

ვირუსის სწრაფმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს კრიზისი 25,5 მილიონიან ჩრდილოეთ კორეაში, რადგან ქვეყანას აკლია სამედიცინო რესურსები და უარს ამბობს საერთაშორისო დახმარებაზე. ჰყავს  ექიმები, მაგრამ ძალიან ცოტა წამალი და სამედიცინო ინსტრუმენტი აქვთ.

რა ეშველებათ? ჩრდილოეთ კორეა ყოველთვის უარს ამბობდა ვაქცინაზე. თუ კიმის რეჟიმმა არ ჩაატარა ფარული მასობრივი იმუნიზაცია, მთელი მოსახლეობა აუცრელია. აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთ კორეას ფართომასშტაბიან კოვიდ აფეთქებასთან გამკლავება არ შეუძლია.  როგორც ჩანს დიქტატორული რეჟიმი ჩინეთის სტილის ჩაკეტვას გეგმავს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეა გაცილებით ღარიბია და არ აქვს ლოგისტიკა ხალხისთვის საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების მოსამარაგებლად.

მიხეილ ხაჩიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები