MMA-ს სპორტსმენი პუტინის ჯარების წინააღმდეგ იბრძვის - მორიგი მამაცი უკრაინელის ისტორია

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პუტინის სასტიკი თავდასხმის შემდეგ უკრაინის ზოგიერთი ქალაქი ნანგრევებად იქცა. ქვეყანაში თითქმის სამთვიანი აგრესიული ომის განადგურებას დასასრული ჯერ არ უჩანს. 

მაშინაც კი, თუ ვლადიმერ პუტინს (69) სურს ომის გასაღება, როგორც სპეცოპერაცია უკრაინის გადასარჩენად, ადგილობრივებმა ზუსტად იციან რა ხდება რეალურად. ეს არ არის უკრაინის გადარჩენა,  ეს არის უკრაინის განადგურება, - განუცხადა CNN-ს უკრაინელმა MMA-ის მებრძოლმა და მსოფლიო ჩემპიონმა იაროსლავ ამოსოვმა (28). ამოსოვი მისი თაობის საუკეთესო მებრძოლად ითვლება.

მას მსოფლიო ტიტული პარასკევს ლონდონის უემბლის სტადიონზე  Bellator's-ის ღონისძიებაზე  უნდა დაეცვა. მაგრამ ის ჯერ ვერ ფიქრობს მოგზაურობაზე. მის მშობლიურ ქალაქ ირპინში, დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, მისთვის ზედმეტად შემაშფოთებელი მდგომარეობაა.

ქალაქი რუსი აგრესორების სამიზნე იყო. ჯერ კიდევ აპრილში, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 50 პროცენტი განადგურდა. ძნელია შეხედო ქალაქს, რომელიც ოდესღაც სავსე იყო ბედნიერებითა და სიცოცხლით", - განმარტავს ამოსოვი. „ახლა როცა უყურებ ქალაქს, რომელიც ცეცხლშია გახვეული და განადგურებულია, ეს საშინელი სანახაობაა“.

ომის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე ამოსოვი  ტაილანდის სასწავლო ბანაკიდან დაბრუნდა. მან სწრაფად გააცნობიერა სიტუაციის სერიოზულობა. ცხადი ხდებოდა, რომ რუსები შეჭრის დაწყებას აპირებდნენ, ის შეუერთდა უკრაინულ ძალებს ირპინთან.  მანამდე მან ცოლ-შვილი უკრაინის  ერთ-ერთ სოფელში  გადაიყვანა. 

„პირველ დღეებში ძალიან რთული იყო ყველა ამ მოვლენებთან შეგუება და სახლებიდან გაქცეული ადამიანების დანახვა“, - ამბობს MMA მებრძოლი.  ქაოსი იყო. უამრავი ადამიანი დარბოდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა’’.

იმის გამო, რომ უკრაინის თავდაცვა ელვის სისწრაფით უნდა განვითარებულიყო, ამოსოვმა და მისმა თანამებრძოლებმა მხოლოდ ხანმოკლე წვრთნა მიიღეს, იარაღის გამოყენებისთვის. მიუხედავად ამისა, მათ იცოდნენ როგორ დაეცვათ თავი მტრისგან.

რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა ომი, მით უფრო წუხდა ამოსოვი მთელ სიტუაციაზე. ყველაზე ბნელ წუთებში მან არ იცოდა გადარჩებოდა თუ არა ცოცხალი.  მხოლოდ თანამემამულეების უზარმაზარი დახმარებისა და კეთილგანწყობის წყალობით გაუძლო.

მე ვამაყობ, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები და რომ ჩვენ ვცხოვრობთ ასეთ შესანიშნავ ქვეყანაში“, - ამბობს ჩემპიონი.

სიხარული უფრო დიდი იყო, როცა ირპინის დიდი ნაწილი რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლდა. ეს არის ერთ-ერთი მომენტი, რომელიც მას ყველაზე მეტად ახსოვს. მიუხედავად ამისა, ამოსოვმა იცის, რომ ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

მისთვის რუსეთის საომარი მოქმედებები აუხსნელია.

„არ მესმის, როგორ შეიძლება ასე სასტიკად ბრძოლა ყოველგვარი წესების გარეშე. როგორ შეგიძლია ასე მოქცევა? რამდენი ადამიანი დაშავდა? რამდენი დაიღუპა? რამდენმა დაკარგა სახლი? და რუსები ამას ხსნას ეძახიან?“, - ეუბნება უკრაინელი გმირი სპორტსმენი ამერიკელ ჟურნალისტს.

ახლა, როდესაც ირპინში ბრძოლა ჩაცხრილულია, ამოსოვს სურს რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს რინგზე. ის უკვე აქტიურად ვარჯიშობს.

„ახლა ფორმაში დავბრუნდი. მინდა დავბრუნდე და დავიცვა ქამარი“.

მიხეილ ხაჩიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები