საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ - არესტოვიჩი

სულ ნახვები : 153
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლების მიერ 17 ივლისისთვის დანიშნულ „რეფერენდუმს“ რუსეთთან შეერთების საკითხზე ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ

„მე კარგად არ ვიცი საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა. ვერ ვიტყვი, შეუძლიათ თუ არა მათ ცხინვალში შესვლა, არის თუ არა ჯარი ახლა შესაბამის მდგომარეობაში, მაგრამ მე კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა. ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ ეს შეეძლოთ. შეიძლება, შეუძლიათ, მაგრამ მე ასე არ მგონია, რადგან ქვეყნის ხელისუფლება არ შეიძლება შედიოდეს კამათში ორ შტატგარეშე მრჩეველთან - ჩემთან და პოდოლიაკთან. ეს ხდება პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე და ასე შემდეგ. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როდესაც ძალიან ზუსტად მოარტყამ მტკივნეულ ადგილზე. თუმცა, ქართველი ხალხი იკითხავს, „ბიჭებო, როგორაა ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, როდესაც ჩვენი კუთვნილება მიაქვთ ახლა უკვე არა მხოლოდ დე ფაქტო, არამედ უკვე დე იურე“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები