უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში 6000-მდე ოკუპანტი გაანადგურეს - პალამარი

სულ ნახვები : 964
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი  ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში 6 ათასამდე რუსი სამხედრო გაანადგურეს.

პალამარმა ამის შესახებ 13 მაისს, არსენი იაცენიუკის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ონლაინ ჩართვისას ისაუბრა.

"ჩვენმა გარნიზონმა მოახერხა დაახლოებით მტრის ქვედანაყოფის 6000 ჯარისკაცის განადგურება, მათ შორის ერთი გენერალი, 78 ტანკი, 100-ზე მეტი ჯავშანმანქანა. ეს დადასტურებული მონაცემებით. ასევე, გვაქვს ბევრი დაუდასტურებელი მონაცემი, რომელზეც ჯერ არ ვისაუბრებთ". - თქვა მან უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის ცნობით.

შეხვედრაზე აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილემ რუსეთის ის სამხედრო ნაწილები ჩამოთვალა, რომლებსაც მარიუპოლში ბრძოლა მოუწიათ: ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს GRU-ს სპეცრაზმი, სატანკო პოლკი და საჰაერო სადესანტო ჯარები, ასევე, ოკუპირებული დონეცკის ე.წ რესპუბლიკის საზღვაო ქვეითები, წყნარი ოკეანის ფლოტის ბრიგადა, ვაგნერის მებრძოლები და სხვა მებრძოლები რუსეთის ფედერაციის და კავკასიის სხვა ტერიტორიებიდან.

პალამარი აღნიშნავს, რომ  მათ   აკლიათ საზენიტო თავდაცვის იარაღები, რათა ჩამოაგდონ მტრის თვითმფრინავები, ასევე, გემსაწინააღმდეგო იარაღი, რათა ჩაძირონ ის გემები, რომლებსაც რუსები აზოვსტალის ზღვიდან დასაბომბად იყენებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა