ოკუპანტებმა მარიუპოლის მცველების ოჯახებზე პირადი ინფორმაცია გაავრცელეს – მარიუპოლის მერის მრჩეველი

სულ ნახვები : 120
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანრიუშჩენკო Telegram-ზე წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მცველების ცოლებისა და საცოლეების პირადი ინფორმაცია სოციალურ გაავრცელეს:

"აზოვსტალს თავს ესხმიან ციდან, ხმელეთიდან, აქვთ ხმელეთზე წინსვლის მცდელობები. მტრის ცინიზმი იზრდება. ოკუპანტები თავს ესხმიან არა მხოლოდ აზოვსტალის მცველებს, არამედ მათ ოჯახებსაც. გუშინ ოკუპანტებმა გამოაქვეყნეს პირადი ინფორმაცია (ტელეფონის ნომრები, პროფილები) ჩვენი მცველების ცოლებისა და საცოლეების შესახებ.

ეს არაადამიანობისა და ცინიზმის ყველაზე მაღალი დონეა. ჩვენ ვალში ვართ მარიუპოლის მცველების წინაშე". - წერს ანრიუშჩენკო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები