მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზოვსტალიდან, 60 ადამიანის გამოყვანაზე - ვერეშჩუკი

სულ ნახვები : 50
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინა მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან თავდაპირველად 60 ადამიანის გამოყვანაზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

ვერეშჩუკის თქმით, მათ შორის არიან ექიმები და მძიმე დაჭრილი მებრძოლები. უკრაინის ვიცეპრემიერი ასევე ამბობს, რომ პირველ რიგში, მძიმედ დაჭრილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ, რადგან რუსეთი ყველას ერთად გამოყვანაზე არ თანხმდება.

13 მაისს დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ თქვა, რომ აზოვსტალიდან მარიუპოლის მცველების გამოყვანის საკითხზე "რთული მოლაპარაკებები" მიმდინარეობს, რადგან რუსეთი პირობებს ცვლის და ოკუპანტებთან დადებული შეთანხმებაც კი "100%-იანი არ არის".

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები