ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ - ზელენსკი

სულ ნახვები : 285
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ვერავინ  იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ:

„დღეს შეგვიძლია, ვახსენოთ მე-200 ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი. რუსეთს ათწლეულების განმავლობაში არ დაუკარგავს ამდენი თვითმფრინავი ერთ ომში. რუსეთმა თითქმის 27 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და ბევრი მათგანი ახალგაზრდა წვევამდელია. რუსეთმა დაკარგა 3 000-ზე მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა, დიდი რაოდენობით სამხედრო მანქანა, ვერტმფრენები, დრონები და ყველა მისი სახელმწიფოებრივი პერსპექტივა. რისთვის ეს ყველაფერი? დროებით ოკუპირებულ გენიჩენსკში ლენინის ძეგლი რომ იდგეს ცოტა ხნით? სხვა შედეგი რუსეთში არ არის და არც იქნება. დღეს ფაქტობრივად ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მიწა სწრაფად გავათავისუფლოთ. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, ყოველდღე ვმუშაობთ, რომ ომი უფრო მოკლე იყოს“- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ომის დასრულება მხოლოდ მათ ხალხზე არ არის დამოკიდებული, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს.

„ეს ასევე დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე. ევროპის ქვეყნებიდან, თავისუფალი სამყაროს ქვეყნებიდან. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდისა და ჩვენთვის, უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე. ეს არის ერთადერთი რეცეპტი რუსეთის შემოჭრის ფონზე თავისუფლების დასაცავად. დასავლური სახელმწიფოებისთვის კი, ეს მხოლოდ ხარჯი არ არის. ეს არ არის ბუღალტერია. საუბარია მომავალზე. მსოფლიომ უკვე გააცნობიერა, რომ რუსეთის მიერ ჩვენი პორტების ბლოკადა და ეს ომი ფართომასშტაბიანი სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს. რუსი ოფიციალური პირები ასევე გულწრფელად ემუქრებიან მსოფლიოს იმით, რომ ათეულობით სახელმწიფოში იქნება შიმშილი. და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ შიმშილს? რა სახის პოლიტიკურ არასტაბილურობას და რა სახის მიგრაციულ ნაკადებს გამოიწვევს ეს? რა თანხა უნდა დაიხარჯოს შედეგების დასაძლევად?“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა