ძალიან ცდება ნიკა მელია, „ქართული ოცნების“ დამარცხების რეცეპტს ტექნიკურ გამოსავლებში თუ ხედავს - ჰერმან საბო

სულ ნახვები : 133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გირჩის“ წევრი, ჰერმან საბო ეხმაურება ენმ-ის  თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

მისი შეფასებით, ნიკა მელია ცდება „ქართული ოცნების“ დამარცხების რეცეპტს ტექნიკურ გამოსავლებში თუ ხედავს.

ჰერმან საბოს თქმით, არჩევნებს მოიგებს არა ასეთი ტექნიკური ცვლილებები, არამედ გასაგები, მარტივი იდეა.

„იდეა, რომელიც შეიძლება, ქართველ ხალხს მარტივად აუხსნა, რომ მათთვის გასაგები იყოს, შენი მოგების შემდეგ მათი ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ. ანუ, რითი ჯობია ნიკა მელიას საქართველო ბიძინა ივანიშვილის საქართველოს. ამის ახსნა ნიკა მელიამ თუ შეძლო, მაშინ მოგებას შეძლებს. ასეთი ტექნიკური პატარა ცვლილებებით შეიძლება, ცოტა მოიმატოს ოპოზიციის ხმებმა, მაგრამ ეს არ იქნება რადიკალური და საკმარისი ცვლილება, რათა ოპოზიციამ არჩევნები მოიგოს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები