G7-ის არ ვესწრებით, რადგან არ ვართ ომთან დაკავშირებულნი, მიზეზი ძალიან პოზიტიურია - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 129
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც საქართველო დიდი შვიდეულის სამიტს არ ესწრება, "პოზიტიურია". მისი თქმით, ეს უკავშირდება იმას, რომ საქართველო ომთან არაა დაკავშირებული.

"ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, რაც განიმარტა, მათ შორის, გერმანიის საელჩოს მხრიდან. მიზეზი არის ის, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. შესაბამისად მიზეზი არის ძალიან პოზიტიური რატომაც არ ვესწრებით დიდი შვიდეულის სამიტს, არის ის, რომ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინასა და მოლდოვასგან. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც წუხან, რომ საქართველო არ იყო დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილე, ისინი წუხან იმის გამოც, რომ საქართველო არაა ომი", - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები