მდინარის გადალახვის მცდელობისას რუსებმა, 70 ჯავანმანქანა დაკარგეს

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გასულ კვირას რუსმა ჯარისკაცებმა ლუჰანსკის რეგიონში მდინარე სივერსკი დონეცის გადალახვა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ.

მათ შესაჩერებლად უკრაინელებმა  ორი ხიდი დაანგრიეს, რომელიც რუსებს აღჭურვილობის გადასატანად სჭირდებოდათ. უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ჩაშალეს რუსების მიერ მდინარის გადალახვის 9 მცდელობა.

CNN-ის ცნობით, ახალი სატელიტური ფოტოებისა და დრონით გადაღებული ვიდეოების ანალიზით დგინდება, რომ ამ ოპერაციის დროს რუსებმა დაკარგეს 70 ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობა.

დრონით გადაღებულ ვიდეო მასალაში ჩანს მდინარის ჩრდილოეთ მხარეს მიმოფანტული დაზიანებული რუსული აღჭურვილობა, ასევე, ნახევრად ჩაძირული ტანკები.

ამერიკული მედია წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინელებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია რუსების გეგმების შესახებ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები