დედების და დების, ქალიშვილებისა და მეუღლეების ხმათა გაძლიერება, სასიხარულოა ჩვენი პარტიისთვის - ღარიბაშვილი

სულ ნახვები : 116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სიტყვით პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა.

მან თქვა,რომ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით, ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება:

„ჩვენი დედების და დების, ქალიშვილებისა და მეუღლეების ხმათა გაძლიერება, რასაკვირველია, ძალზე სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენაა ჩვენი პარტიისთვის, ზოგადად შიდაპარტიული დემოკრატიისა და თანასწორობის გაძლიერებისათვის. და მე მჯერა, რომ ის მიზნები, რომელთა მიღწევის ამბიციაც ამ ორგანიზაციას აქვს - ქალთა წინაშე მდგარი გამოწვევების დღის წესრიგში მეტად გამოკვეთა და გადაჭრა, ქალთა მონაწილეობის გაძლიერება, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა - ასევე კარგია მთლიანად ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები