G7 პირობას დებს, რომ მოახდინებს რუსეთის იზოლირებას და უკრაინას „იმდენ იარაღს მისცემს, რამდენიც ჭირდება“

სულ ნახვები : 298
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

G-7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ რუსეთზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, გააგრძელებენ უკრაინისთვის  იარაღის მიწოდებას და იმუშავებენ ომის შედეგად გამოწვეული საკვების გლობალური დეფიციტის შესამცირებლად. ამის შესახებ, Reuters მინისტრების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

ბალტიის ზღვის კურორტ ვაისენჰაუზში შეხვედრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, აშშ-ისა და ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატები ასევე დაჰპირდნენ, რომ გააგრძელებენ უკრაინას სამხედრო და თავდაცვით დახმარებას "სანამ საჭირო იქნება". 

მათ ასევე პირობა დადეს, რომ ებრძოლებიან რუსულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანია დასავლეთის დადანაშაულება სურსათის მიწოდების პრობლემებში მთელს მსოფლიოში მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამო. ამასთან დიპლომატებმა მოუწოდეს ჩინეთს, არ დაეხმაროს მოსკოვს და არ გაამართლოს რუსეთის ომი. 

მინისტრები ამბობენ, რომ რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გასაღები არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვა ან ეტაპობრივი შეწყვეტა, რომლებიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ, მაშინაც კი, თუ უნგრეთი გააგრძელებს შეწინააღმდეგებას.  

„ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა შევამციროთ და შევაჩეროთ რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულება, რაც შეიძლება მალე, G7-ის ვალდებულებების საფუძველზე, ეტაპობრივად შევწყვეტთ ან ავკრძალავთ რუსული ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლის შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიის გზით ცდილობს და მხარს დავუჭერთ ჩვენს მონაწილეობას უკრაინის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში ყირიმის ჩათვლით“, - განაცხადეს მინისტრებმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა