შოლცმა 80 დღიანი ომის შემდეგ პუტინის პოზიციაში ცვლილება ვერ დაინახა

სულ ნახვები : 264
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელსაც წინა დღეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მის პოზიციაში ცვლილება ვერ დაინახა. ამის შესახებ მან t-online პორტალთან ინტერვიუში ისაუბრა. 

- არა, - თქვა შოლცმა. კითხვაზე, შეამჩნია თუ არა მან პუტინის პოზიციის ცვლილება პარასკევის სატელეფონო საუბრისას.

„ერთი რამ ცხადია: რუსეთმა ვერ მიაღწია ომის ვერცერთ მიზანს. უკრაინა ვერ დაიპყრო, არამედ,  დიდი ოსტატობით, გამბედაობით და თავგანწირვით იცავს თავს. ნატომ უკან კი არ დაიხია, არამედ რეალურად ფართოვდება. და როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან ნატო-ს, ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდება. თავად რუსმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, ბევრად მეტი, ვიდრე ავღანეთში საბჭოთა კავშირის კამპანიის ათწლეულების განმავლობაში’’-თქვ  კანცლერმა.

მისი განცხადებით,  პუტინისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი უკრაინასთან შეთანხმების მიღწევაა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა