აზოვსტალის დამცველების ახლობლები ჩინეთს სიტუაციაში ჩარევას სთხოვენ

სულ ნახვები : 452
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აზოვსტალის დამცველების ახლობლებმა ჩინეთს მოუწოდეს, დაეხმარონ უკრაინელი სამხედროების მარიუპოლიდან გამოყვანაში. ამის შესახებ  მებრძოლების ახლობლებმა 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

”ჩვენ ვთხოვთ ჩინეთს ჩაერიოს და გახდეს მშვიდობისმყოფელი ამ ომში, გახდეს ხსნა ჩვენი ჯარისკაცებისთვის მარიუპოლიდან, აზოვსტალიდან. დრო გადის დღეები, წუთები, წამები. ჩვენი ჯარისკაცები უკვე იყვნენ ჯოჯოხეთში, მიეცით მათ მზე ნახვის საშუალება”- თქვა  პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი მებრძოლის ნათესავმა.  

დამცველების ახლობლებმა გაიხსენეს, რომ „ჩინეთმა იცის ტანჯვის ისტორია, დამოუკიდებლობის ფასი და ის თუ რა არის ორი მსოფლმხედველობის ბრძოლა“ და გამოთქვეს იმედი, რომ ჩინეთი „განზე არ დადგება და არ გაჩუმდება“.

ახლობლებს სთხოვენ, განახორციელონ ექსტრაქციის  პროცედურა და მარიუპოლის დამცველები, დაჭრილი ჯარისკაცები და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები მესამე ქვეყანაში გაიყვანონ, სადაც ისინი ომის დასრულებამდე დარჩებიან.  

ასეთი ქვეყანა, მათი თქმით, შეიძლება იყოს თურქეთი და მისი პრეზიდენტი თანახმაა მის ქვეყანაში ექსტრადირებას ხელი შეუწყოს. 

ახლობლები იხსენებენ, რომ მათ უკვე მიმართეს ყველა ქვეყნის ლიდერს და ჩინეთი ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერ არ მიუმართავთ.

„ჩვენ ვთხოვთ პატივცემულ სი ძინპინს, ყველაფერი გააკეთოს მსოფლიო ღირებულებების გადასარჩენად, მარიუპოლის დამცველების გადასარჩენად“, - შეაჯამეს აზოვსტალის დამცველების ახლობლებმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები