კიმი ხერსონის მაცხოვრებლებს: მოითმინეთ, Lend-Lease მალე მოვა

სულ ნახვები : 633
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა მეზობელი ხერსონის ოლქის მოსახლეობას მოთმინებისკენ  მოუწოდა . მისი თქმით, Lend-Lease მალე ჩავა. ამასთან კიმმა ხერსონელებს მიმართა და უთხრა, რომ არ დანებდნენ რუსეთის მიერ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.  ამის შესახებ მან   ტელეგრამის ვიდეო შეტყობინებაში ისაუბრა. 

 „მინდა მივმართო ხერსონელებს: ბიჭებო, მოთმინეთ, გთხოვთ. მესმის,  რომ ძალიან რთულია: ყველანაირი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი ხალხი დადის ჩვენს მიწაზე. მოითმინეთ . ხედავთ, ხარკოვიდან გაიხიეს  (რუსებმა ხარკოვიდან - რედ.). მოვა ძალები, საშუალებები, Lend-Lease-ი,  მალე იქნება.

ვხედავ, რომ თავად ბრძანებებს რუსები საბოტაჟს უწევენ. წინსვლა არ უნდათ, ხერსონში ყოფნის გრძელვადიან პერსპექტივას ვერ ხედავენ. გარეგნობისთვის, საჩვენებლად აკეთებენ რაღაცას. მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა. ხერსონს მაინც გავათავისუფლებთ“- თქვა მან.

კიმმა ხერსონის მოსახლეობას მოუწოდა, არ დანებდნენ და არ დაკარგონ სიმამაცე - არამედ მოთმინებით დაელოდონ დეოკუპაციას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები