პოზიციებიდან გაქცევის დროს რუსებმა საბძოლო ტექნიკა დატოვეს, რაც ჩვენ მოვიპოვეთ - უკრაინის გენშტაბი

სულ ნახვები : 692
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების БМП-3 და სხვა ტექნიკა მოიპოვეს.

როგორც გენშტაბის განცხადებაშია ნათქვამი, რუსმა ოკუპანტებმა ტექნიკა და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, პოზიციებიდან გაქცევის შედეგად დატოვეს.

"128-ე ბრიგადა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად აგრძელებს რუსი ჯარისკაცების განდევნას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან. იერიშის დროს, რუსი სამხედროები გაიქცნენ საკუთარი პოზიციებიდან, დატოვეს პრაქტიკულად ახალთახალი БМП-3 სრული საბრძოლო მასალებით, საბუთებით, პირადი ნივთებითა და იარაღით (ჭურვები, ცეცხლსასროლი იარაღები და ნაღმები). დოკუმენტაციის მიხედვით, დადგინდა რომ ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ რუსი ჯარისკაცები 43057 სამხედრო დანაყოფიდან, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში - ქალაქ ვლადიკავკაზში, სპუტნიკის დასახლებაში არის დაფუძნებული", - წერია გენშტაბის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები