დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა, მისი შედეგები ყველას შეეხება - ლავროვი

სულ ნახვები : 302
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადა, რის  შედეგებიც ყველას შეეხება:

"კოლექტიურმა დასავლეთმა ჩვენს წინააღმდეგ ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოაცხადა და რთულია, წინასწარ განჭვრიტო რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი, თუმცა ნათელია, რომ შედეგები გამონაკლისის გარეშე ყველას შეეხება. რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რათა აირიდოს პირდაპირი კონფრონტაცია. თუმცა ვინაიდან გამოგვიწვიეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ [ამ გამოწვევას].

ჩვენთვის უცხო არაა სანქციები, სხვადასხვა ფორმით ისინი ყოველთვის გვქონდა. რაც გასაკვირია ესაა აბსოლუტურად ღრმა რუსოფობიული აფეთქება, რაც ყველა ე.წ ცივილიზებულ ქვეყანაში გამოჩნდა. პოლიტკორექტულობა, ზრდილობა, წესები და მათთან ერთად სამართლებრივი ნორმები უბრალოდ ნადგურდება, ყველაფერი რუსულის გაუქმების კულტურა ჩნდება, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ყველანაირი მტრული ქმედება დაშვებულია, მათ შორის პირდაპირი ძარცვაც" - თქვა ლავროვმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა