პორტუგალიამ აბრამოვიჩის 10 მილიონი ევროს ღირებულების ვილის გაყიდვა დაბლოკა - მედია

სულ ნახვები : 265
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პორტუგალიამ დაბლოკა 10 მილიონი ევროს ღირებულების  ბინის გაყიდვა, რომელიც სანქცირებული რუსი მილიარდერის რომან აბრამოვიჩის ეკუთვნის. ამის შესახებ European Pravda-ს ცნობით, პორტუგალიური გამოცემა Publico წერს. 

25 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ, ალგარვეს მდიდრულ კურორტ კვინტა-დო ლაგოში მდებარე სასახლის ქონების რეგისტრაცია გაიყინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სტატუსი არ შეიცვლება. 

გამოცემის თანახმად, ჩელსის საფეხბურთო კლუბის ყოფილმა მფლობელმა ქონების გაყიდვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე 15 დღით ადრე სცადა დელავერის კომპანიის Millhouse Views LLC-ის მეშვეობით. პორტუგალიის უმსხვილესმა ბანკმა Caixa Geral de Depositos-მა შენიშნა ეს ნაბიჯი და გააფრთხილა ხელისუფლება. 

აბრამოვიჩს სანქციები ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი კავშირების გამო დაუწესა. 

მილიარდერმა პორტუგალიის მოქალაქეობა 2021 წლის აპრილში მიიღო შუა საუკუნეების ინკვიზიციის დროს იბერიის ნახევარკუნძულიდან გაძევებული სეფარიელი ებრაელების შთამომავლების ნატურალიზაციის კანონით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა