უნგრეთის ახალმა პრეზიდენტმა დაგმო პუტინის აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

სულ ნახვები : 334
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უნგრეთის ახალმა პრეზიდენტმა კატალინა ნოვაკმა, შაბათს, ინაუგურაციის ცერემონიაზე, დააფიქსირა თავისი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით. ამის შესახებ Telex-ი წერს. 

„ჩვენ ვგმობთ პუტინის აგრესიას, შეიარაღებულ თავდასხმას სუვერენულ სახელმწიფოზე. ჩვენ სამუდამოდ უარს ვიტყვით საბჭოთა კავშირის აღდგენის ყველა მცდელობაზე. ჩვენ უნგრელებს გვინდა მშვიდობა აქ და მეზობელ ქვეყნებში, ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი. ჩვენ ვითხოვთ ომის დანაშაულების გამოძიებას და დასჯას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას’’- განაცხადა მან.

44 წლის ნოვაკი გახდა უნგრეთის პირველი ქალი პრეზიდენტი, ასევე ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყანებს შორის. 

მან შეცვალა იანოშ ადერი, რომელიც თანამდებობიდან მეორე ვადის დასრულების შემდეგ დატოვა. 

ნოვაკი მუშაობდა  ‘’ფიდესის’’  ლიდერის ვიქტორ ორბანის მოადგილედ და იყო საოჯახო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ,  უნგრეთი არ ეთანხმება რუსეთისთვის ნავთობის ემბარგოს დაწესებას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები