ქარხანაში მყოფი პოლიციელი: „აზოვსტალში 600-მდე დაჭრილია“

სულ ნახვები : 190
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აზოვსტალში 600-მდე დაჭრილი რჩება ცუდ, ანტისანიტარიულ პირობებში, მედიკამენტების, წყლისა და საკვების გარეშე, ბევრი მათგანი არის მძიმედ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია  დონეცკის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მამაკაცი  ამ დროისათვის თავადაც აზოვსტალში იმყოფება. 

„დაჭრილებთან დაკავშირებით ძალიან ცუდი მდგომარეობაა, 600-მდეა, უბრალოდ საშინელი პირობებია, ფოტოები ალბათ  ნანახი გექნებათ  სოციალურ ქსელებში. როგორ აღვწერო თავად სიტუაცია? უხეშად რომ ვთქვათ - უზარმაზარი სპორტული დარბაზია,  რამდენიმე ათეული ორსართულიანი საწოლით, დანარჩენი - პირდაპირ იატაკზე წევნან: ნივთები, ზოგს არ აქვს  ხელები, ზოგს ფეხი,  ზოგს უბრალოდ ჭრილობები აქვს. სრული ანტისანიტარია: ბუზები, ტკივილის ხმები, საშინელი სუნი’’- ჰყვება მამაკაცი. 

მან დაამატა,  რომ მედიკამენტები და სამედიცინო ინსტრუმენტები ფაქტობრივად არ არსებობს. თავად საოპერაციო ოთახი კი დაბომბვის შემდეგ განადგურდა. 

მან  თქვა, თუ როგორ გაუკეთეს 14 მაისს დაჭრილ მამაკაცს  ოპერაცია ანესთეზიის გარეშე - მებრძოლმა უბრალოდ ქამარი კბილებს შორის ჩაუდო,  როცა მას "ფეხში ჩოგბურთის ბურთის ზომის ხვრელს უსუფთავებდნენ". 

მისი თქმით, ბევრი მძიმედ დაშავებული იღუპება სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები