თურქეთი მზადაა აზოვსტალიდან სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გემი გაგზავნოს

სულ ნახვები : 2,075
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ანკარა მზად არის გემი გაგზავნოს უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, დამპყრობლების მიერ დაბლოკილი აზოვსტალის ქარხნიდან.  ამის შესახებ Reuters-ს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განუცხადა. 

აღნიშნულია, რომ ხალხი აზოვსტალიდან სახმელეთო გზით ბერდიანსკის პორტში უნდა წაიყვანონ, იქიდან კი თურქული გემით მათი სტამბულში გადაყვანა მოხდება.

„თურქული გემი მათ შავი ზღვის გავლით სტამბოლში გადაიყვანს. თუ ეს შეიძლება ასე გაკეთდეს, ჩვენ სიამოვნებით გავაკეთებთ ამას, ჩვენ მზად ვართ. ფაქტობრივად, ჩვენი გემი მზად არის წავიდეს და მოიყვანოს  დაჭრილი ჯარისკაცები და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები თურქეთში“, - განაცხადა ერდოღანის სპიკერმა. 

კალინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან პირადად განიხილა ეს წინადადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორი კვირის წინ კიევში და რომ ის რჩება "მოლაპარაკების მაგიდაზე", თუმცა მოსკოვი მას ჯერ არ დათანხმდა. 

"ეს შეიძლება მოხდეს, დიახ. მე მჯერა, რომ ეს შეიძლება მოხდეს", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა. 

"გემი ჯერ კიდევ სტამბულშია. ის მზადაა გასასვლელად, მაგრამ ჩვენ ველოდებით საბოლოო ნებართვას რუსული მხარისგან, რათა მან შეძლოს ბერდიანსკში წასვლა და დაჭრილი ჯარისკაცების თურქეთში წამოყვანა", - დასძინა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა