სასამართლომ დანერგა მავნე პრაქტიკა - მაია კოპალეიშვილი

სულ ნახვები : 261
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობის ხარისხი დღეს იზომება პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოს განაჩენებით. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული საქმე და დღეს სასამართლოს მიერ გამოცხადებული გამამტყუნებელი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შეფასებას აზრი არა აქვს, ის მოსამართლე არც არის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. სირცხვილია!“ - ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, თბილსის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის მიერ, ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენს. 

მისი თქმით ჩხიკვაძემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. 

„კარგად მესმის, რომ ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტებს აზრი არა აქვს, რადგან, ეს არ არის სამართლებრივი არგუმენტებით მიღებული განაჩენი და პოლიტიკურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოკლედ განვმარტავ. 

სსსკ-ის 220-ე მუხლზე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) ქმედების გადაკვალიფიცირება, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით არის საფუძველს მოკლებული, ამასთან არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ნიკა გვარამიას საქმეში საერთოდ არ არის სისხლის სამართლებრივი ბრალდების შემადგენლობა. კორპორაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების სისხლის სამართლებრივ დანაშაულებრივ ქმედებად მიჩნევა ძალიან საშიში პრეცედენტია. სასამართლომ დანერგა მავნე პრაქტიკა, ის პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე ისე ახდენს განაჩენით ქმედების გადაკვალიფიცირებას სხვა მუხლზე, რომ  ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში ბრალდების შემადგენლობა არსებობს თუ არა - შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების განმარტების და თავის დაცვის შესაძლებლობას არ აძლევს დაცვის მხარეს. 

ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი იზომება სასამართლოს დამოუკიდებლობით, თუ რამდენად თავისუფალია სასამართლო ქვეყნის გავლენიანი პირების ზეგავლენისაგან. ფაქტია, რომ  ჩვენს სახელმწიფოში სასამართლო, ამ მხრივ, სავალალო მდგომარეობაშია!“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა