თბილისის დინამო ჯერ დასაჯეს, შემდეგ სასჯელი შეუჩერეს

სულ ნახვები : 154
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2022 წლის 3 მაისს, თბილისში, დინამო თბილისისა და დინამო ბათუმის მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის შემდგომ მომხდარი ინციდენტების შესახებ, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა იმსჯელა და მასპინძელ კლუბს ფულად ჯარიმასთან ერთად, ორი მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება დააკისრა.

თბილისურმა კლუბმა, გადაწყვეტილების გასაჩივრების მოტივით საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალს მიმართა და საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების დროებით შეჩერება მოითხოვა.

სპორტულმა ტრიბუნალმა კლუბის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, დინამო თბილისის საშინაო მატჩები მაყურებლის თანდასწრებით გაიმართება.

თუმცა, გასაკვირია რას აპროტესტებს დინამო თბილისი, როდესაც ფაქტი ფოტოზეა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები