სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ბოლომდე უნდა დავიცვათ - „გირჩი - მეტი თავისუფლება“

სულ ნახვები : 190
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების მცდელობა - ძალით გააჩუმონ ადამიანი, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დაკავება, ეს მთლიანად ოპოზიციური მედიის დადუმებას ნიშნავს“ - ასე ეხმაურება პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლება“ ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს. 

პარტიის განცხადებით ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ის სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, დასანგრევია.

„ნიკა გვარამიას დაჭერა კიდევ ერთი ნიშანია, რომ ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლება არსებულ სასამართლო კლანთან ერთად დასანგრევია.

არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ რამეს არ იკადრებენ. 

ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან.

ნურავის იმედი გექნებათ, ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია.

არ დანებდეთ. 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ბოლომდე უნდა დავიცვათ.

სოლიდარობა ნიკა გვარამიას!“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა