დავითაშვილი გვარამიას პატიმრობაზე: კანონის წინაშე საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თანაბარი

სულ ნახვები : 209
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. კანონის წინაშე საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თანაბარი, ვთანხმდებით ამაზე? მგონი, ვთანხმდებით“,  – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილი, კითხვაზე, იყო თუ არა ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური და ილახება თუ არა ამ განაჩენით საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე, პასუხობს:

„საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის ცალსახად დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან. შესაბამისად, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მხოლოდ სამართლებრივი და რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება. რაც შეეხება საქართველოს რეპუტაციასა და იმიჯს, საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის ევროპული ღირებულებებით განსაზღვრული, ქვეყანა მიდის ევროპისკენ, ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც გულისხმობს, რომ კანონის უზენაესობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. კანონის წინაშე საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თანაბარი, ვთანხმდებით ამაზე? მგონი, ვთანხმდებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლემ დღეს 16 მარტს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა