ღარიბაშვილის განცადებით, დღეს ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც მაღალი დონის შეხვედრები ექნება

სულ ნახვები : 242
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მიემგზავრება ბრიუსელში, სადაც ექნება მაღალი დონის შეხვედრები.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განხილვა იქნება წარდგენილი კითხვარის ირგვლივ. 

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, მინდა ყველა საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა. ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანების გავაცნობთ“, –  აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა