ფქვილის მოწოდებისა და მარაგების მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფქვილის მოწოდებისა და მარაგების მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს“, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შამუგიას თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობენ პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების, ხორბლის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს. 

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფქვილის მოწოდებისა და მარაგების მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება ხორბლის შემოტანისა და მომარაგების საკითხებს, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია დარგთან. არაერთი შეხვედრა გვქონდა და ვისაუბრეთ გადაწყვეტის გზებზე, თუმცა ის შემოთავაზებები, რაც იყო გაკეთებული, ვფიქრობთ, არ არის მისაღები, ვინაიდან ეს ცალსახად გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს პურის ფასში. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ, როგორც თქვენთვის ცნობილია, ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების, ხორბლის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში ამ საკითხის დარეგულირებაზე ვფიქრობთ, რომ კიდევ არის სამუშაო“, – განაცხადა შამუგიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა