მთელი ქვეყანა დაგვაყენა ბიძინამ კუთხეში, ნიკა ბევრად თავისუფალია დღეს, ვიდრე ჩვენ - ვატო წერეთელი

სულ ნახვები : 257
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტვ პირველის მფლობელმა ვატო წერეთელმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნიკა გვარამია დღეს ყველაზე თავისუფალი ადამიანია.

ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიების მენეჯერები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას იწყებენ.

ვატო წერეთელმა ფინანსური დახმარების მიზნით, "მთავარ არხს" ე.წ. ფანდრაიზინგი [ფინანსური სახსრების შეგროვება] შესთავაზა:

"ვფიქრობ, რომ პირველსაც მოუჭერენ, კავკასიასაც და ფორმულასაც. ჩემი შეთავაზება იქნება მთავარ არხზე თუ დაიწყებთ ფანდრაიზინგს, მე პირადად მზად ვარ, რომ არხზე თქვენი ანგარიშის ნომერი იყოს 24 საათი უწყვეტად და რაც კი თანხა ჩაირიცხება, მოხმარდეს თქვენ არხს, რომ თქვენ არ გქონდეთ ფინანსური პრობლემები, იმიტომ, რომ გვარამია არის დღეს ციხეში და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კი შეიძლება დღეს მთავარ არხს შეუქმნა რყევებისთვის, იქნება ფინანსური პრობლემა და ამისთვის მზად ვარ, არხზე სულ იყოს თქვენი ანგარიშის ნომერი", - თქვა ვატო წერეთელმა.

რაც შეეხება სამოქალაქო აქტიურობას და ოპოზიციას, წერეთელი ამბობს, რომ "დღეს ბევრი დისკუსიების დრო აღარ არის, ერთი ჩასუნთქვის დროა":

"მე დავიღალე ბევრი დისკუსიებით, მე დავიღალე ბიძინა ივანიშვილს რა აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯების გათვლით... ჩემი აზრით, ერთი დიდი ჩასუნთქვა სჭირდება იმიტომ, რომ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მინდა ვიზეიმო ამერიკასთან, დასავლეთთან, ევროპასთან და უკრაინასთან ერთად, დემონზე გამარჯვება. მე არ მინდა, რომ ჩემი შვილები ჩაყვნენ პუტინს საფლავში. ახლა ივანიშვილმა ვერ გადაიტანა თავის ნახატები და მთელი ქვეყანა გადაწყვიტა დააყენოს კუთხეში, ამაზე საუბარი, დისკუსიები, ეთერში ჯდომა და ნიკა გვარამია დასახსნელია, ეს უკვე ჩემი აზრით გუშინდელი დღეა. მე ვფიქრობ, ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს ალბათ აქცია და მესიჯი იყოს მარტივი-  ერთი უბნიდან მეორე უბანში გავიდეს ხალხი, დადგეს და მოითხოვოს იზეიმოს, დასავლეთთან და უკრაინასთან ერთად, დემონზე გამარჯვება ჩვენმა ქვეყანამ. ბევრი გათვლა, დისკუსიები, ლაპარაკი და ტრაგედიების მოწყობის დრო არ არის, ხვალ ან მიწაში მივყვებით რუსეთს, ან ყველა ერთად, ჩვენი ქვეყანა ზეიმობს დემონზე გამარჯვებას", - განაცხადა წერეთელმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა