ლიეტუვის პრეზიდენტი: თუ პუტინს გაუმართლა უკრაინაში, შეუძლია ჩვენთან მოვიდეს

სულ ნახვები : 239
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ რუსეთის იმპერიის მადა შეუზღუდავია, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.  ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი Delfi იტყობინება.

"ვფიქრობ, თუ პუტინს გაუმართლა, მას შეუძლია ჩვენთან მოსვლა. და ეს მხოლოდ ლიეტუვას  არ ეხება, შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს მოლდოვა, რუმინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი. ამ იმპერიის მადა უსაზღვროა", - თქვა ნაუსედამ.

პრეზიდენტის განცხადებით, ლიეტუვის  უსაფრთხოება მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული.

 "ერთადერთი სცენარი, რომელიც დაიცავს ჩვენს ქვეყანას პუტინის აგრესიისგან, არის უკრაინის წარმატება. თუ პუტინი შეჩერდება, ეს შეიძლება იყოს მისი ეპოქის დასასრული", - დასძინა ნაუსედამ.

რუსეთისთვის ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას ნაუსედამ ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთის ქმედებები შეჩერდეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა