მარიუპოლის დამცველთა ცოლებმა ერდოღანს ქმრების გადარჩენისკენ მოუწოდეს

სულ ნახვები : 254
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარიუპოლის დამცველების ცოლები და დედები სთხოვენ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს გადაარჩინოს უკრაინელები აზოვსტალიდან, მათ შორის სამხედროები, მესაზღვრეები, ექიმები და მშვიდობიანი მოქალაქეები.  მათი განცხადებით, ყველა მათგანი სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარს მიღმაა.

ამის შესახებ სტამბოლში გამართულ ბრიფინგზე დამცველების მეუღლეებმა განაცხადეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყოველ წუთს, ადამიანები იხოცებიან აზოვსტალის ნანგრევების ქვეშ.

„ჩვენ მოვედით, რომ ვთხოვოთ პრეზიდენტ ერდოღანს, შეეცადოს შეასრულოს კიდევ ერთი ჰუმანური აქტი - გადაარჩინოს მარიუპოლი... თქვენ გარდა ვერავინ შეძლებს მარიუპოლის დახმარებას. ჩვენ გვჯერა, რომ არის კიდევ ერთი შანსი და კიდევ ერთი შესაძლებლობა. ერდოღანს შეუძლია გააერთიანოს ძალები, შეუერთდეს მაგალითად, ჩინეთი და ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ დიპლომატიას შეუძლია გადაარჩინოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ელიტა“, - თქვა ერთ-ერთი მებრძოლის მეუღლემ, ოლგამ.

კიდევ ერთი სამხედროს მეუღლემ,  ნატალიამ აღნიშნა, რომ ერდოღანის ასეთი ქმედება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ღირსი იქნება.

როგორც უკრაინული გამოცემა OBOZREVATEL იტყობინება, დამპყრობლების მიერ ალყაში მოქცეულ აზოვსტალზე კვლავ რჩება უკრაინელი სამხედროების მნიშვნელოვანი რაოდენობა, 600-ზე მეტი მძიმედ დაჭრილი მებრძოლი, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა