შეშფოთებული ვარ „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის დაკავების გამო - ლიეტუვას ელჩი

სულ ნახვები : 206
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლიეტუვას ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა აცხადებს, რომ  შეშფოთებულია მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო.

იგი წერს, რომ ამ ფაქტმა შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე საქართველოში.

"შეშფოთებული ვარ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენისა და დაკავების გამო. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე საქართველოში - ლიეტუვას არ სურს ამის დანახვა",- წერს კალინდრა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა