თორნიკე შენგელია NBA-ში დაბრუნებას აპირებს

სულ ნახვები : 85
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საკალათბურთო პორტალ Basketnews-ის ცნობით, ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერის გაგრძელებას ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ეცდება.

„ბოლო თვეებია იწერება, რომ შენგელია კონტრაქტს ვირტუს ბოლონიასთან ან ბარსელონას გააფორმებს. თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შენგელიას ყველა ევროპულ კლუბთან მოლაპარაკება შეჩერებული აქვს, რადგანაც მისი მთავარი მიზანი NBA-ში დაბრუნებაა“, – წერია ვებ-გვერდზე.

30 წლის შენგელიას უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში უკვე ნათამაშები აქვს. შეგახსენებთ, შენგელია 2012 წლის NBA-ს დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩიეს. თუმცა, ბრუკლინისა და ჩიკაგოს მაისურით მხოლოდ 45 მატჩში ითამაშა. ჩვენებური საშუალოდ 5.5 წუთში 1.3 ქულასა და 0.9 მოხსნას აგროვებდა.

ამჯერად ქართველი კალათბურთელი იტალიურ ბოლონიაში თამაშობს და რანგით მეორე ევროპული ტურნირის, ევროთასის გამარჯვებულიც გახდა. ბოლონიამ იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალში პეზაროს სერიის პირველი მატჩი მოუგო, მაგრამ ჩვენებურმა კოჭი იტკინა. როდის დაუბრუნდება ქართველი მოედანს, ჯერჯერობით, უცნობია. არადა, ივლისის თვეში ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი მატჩი აქვს. 1 ივლისს რიგაში უკრაინასთან და 4 ივლისს შინ – ესპანეთთან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები