პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებას არ ვთხოვთ, თუმცა თუ ამას გააკეთებს, ვერ ავუკრძალავთ - გაბუნია

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ პრეზიდენტისგან გვარამიას შეწყალებას არ ითხოვენ, თუმცა თუ ის ამას გააკეთებს, ხელს არ შეუშლიან:

"საერთაშორისო პარტნიორებთან ვაპირებთ შეხვედრას. ვგეგმავთ, რომ კრიტიკული მედიების წარმომადგენლები ერთიანად შევხვდეთ ელჩებს, ცალკე მთავარი არხიც... შეიძლება პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება. არა ერთხელ მოხდა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ ჩვენ იმ პოზიციას ვინარჩუნებთ, რა პოზიციაც გააჟღერა თვითონ ნიკა გვარამიას, არ ვაპირებთ ამას გადავუხვიოთ, პრეზიდენტისგან არ ვითხოვთ ნიკა გვარამიას შეწყალებას, რადგან მიგვაჩნია, რომ მას შესაწყალებელი არაფერი არ აქვს, თუმცა თუ პრეზიდენტი ამას გააკეთებს, ამას ვერ ავუკრძალავთ" - აცხადებს გაბუნია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები