ბოლქვაძე როლან გაროსის კვალიფიკაციაში დამარცხდა

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საფრანგეთის ღია პირველობა კვალიფიკანტებმა დაიწყეს და საქმეში მარიამ ბოლქვაძეც ჩაერთო. თუმცა, ჩვენებურმა პირველივე მატჩი წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ სეონ მენდეზს უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 6:3, 4:6, 2:6 დამარცხდა.

ხვალ საქმეში საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძე ჩაერთვება. ჩვენებური პირველ წრეში ფრანგ ლუის ბოისონს გაეჯიბრება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები