უიმბლდონი რუსების გამო დასაჯეს
...
საჩოგბურთო სამყაროში დიდი სკანდალია მოსალოდნელი. საქმე ის არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ, უიმბლდონის ტურინირში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დაშვებულნი არ არიან. ვაჟთა (ATP) და ქალთა (WTA) საჩოგბურთო ორგანიზაციებმა ამ გადაწყვეტილების გამო უიმბლდონს სარეიტინგო ქულები ჩამოართვეს.
„ჩვენი ტურის საფუძველში დევს ის აზრი, რომ ნებისმიერი ეროვნების ჩოგბურთელებს ტურნირებში მონაწილეობის უფლება მათივე დამსახურების შედეგად მიეცეს. დისკრიმინაცია დაშვებული არ იყოს. უიმბლდონის გადაწყვეტილება კი, ამ პრინციპისა და სარეიტინგო სისტემის წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს შეთანხმებას რეიტინგების შესახებ“, – წერია ATP-ს განცხადებაში.
სარეიტინგო ქულების გაყინვა ეს ეხება მხოლოდ უიმბლდონს, რადგან ბრიტანეთში გასამართი სხვა საჩოგბურთო ტურნირების პერიოდში სპორტსმენებს სხვა შეჯიბრებებში მონაწილეობის საშულება აქვთ.