„ხშირად ურევდა, ფსიქიკური ამბავია“ - სანზონაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სულ ნახვები : 1,241
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი ზუგდიდში, საკუთარ სახლში დღეს, 22 მაისს გადაასვენეს. ავტობუსში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მეზობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ისინი  მკვლელობის ერთადერთ მოტივად სწორედ ამ ფაქტს განიხილავენ. 

"სოფო ძალიან კარგი გოგო იყო, უკარგესი.ვიცი, რომ ძალიან კარგი მეუღლე იყო...შეიძლება ეს ამბავი ვერც გადავიტანოთ" - ამბობენ მეზობლები.

მათივე ცნობით, სოფოს მეუღლეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა:

"ურევდა ხშირად, აღგზნებული იყო, ფსიქიკური ამბავია, მშვენიერი ცოლი და შვილები ჰყავდა" - აცხადებს მეზობელი.

ცნობისთვის, მკვლელობა გუშინ N 323  ავტობუსში მოხდა. ბრალდებული დაკავებულია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა