„ვერ იხსენებს ადამიანი, მომხდარით გაოგნებულია“ – ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

სულ ნახვები : 442
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ადვოკატი სულხან კომახიძე, რომელიც მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს იცავს აცხადებს, რომ ბრალდებულს სავარაუდოდ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის ვერ ახერხებს  სრულყოფილად ფაქტების გახსენებას და გაოგნებულია მომხდარით

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს და ამ კუთხით ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს.

როინ მებონიას, რომელმაც 31 წლის ცოლს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ბრალს სავარაუდოდ დღეს  წარუდგენენ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა