დროა, დაიდოს ახალი ხელშეკრულება უკრაინასთან კეთილმეზობლობის შესახებ - პოლონეთის პრეზიდენტი

სულ ნახვები : 273
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლობის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის დრო დადგა.

დუდას უმაღლეს რადაში დეპუტატები ოვაციებით შეხვდნენ.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დროა, დაიდოს კეთილმეზობლობის შესახებ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს იმას, რაც ჩვენ ავაშენეთ ჩვენს ურთიერთობებში, სულ მცირე, ბოლო თვეებში“, – განაცხადა დუდამ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების ქსელი არასაკმარისია. აქვე მან დაამატა, რომ აუცილებელია აღნიშნულის ანაზღაურება და პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უნდა გაერთიანდეს და არა გაიყოს.

დუდას განცხადებით, სწრაფი სარკინიგზო კავშირი კიევსა და ვარშავას შორის უნდა იყოს პოლონეთ-უკრაინის კარგი ურთიერთობების ნიშანი. „ჩვენ ამას ერთად ავაშენებთ“, – აღნიშნა პოლონელმა ლიდერმა.

საკანონმდებლო ორგანოში ასევე იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა