კიდევ მილიონი კაცი რომ გაიქცეს ქვეყნიდან ვის ვუტოვებთ საქართველოს?! - მეუფე იაკობი

სულ ნახვები : 351
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ხშირად მოგვიწოდებენ ომისკენ ხომ ხედავთ?! როგორი ადამიანები მოგვიწოდებენ საქართველოში რამე სიკეთე აქვთ გაკეთებული ან თავად უკრაინაში ცხოვრობენ , ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან არიან და უკრაინისთვის სასიკეთო რა უნდა გააკეთონ?! რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ სრული უგუნურობაა, ისინი არიან უგუნურები . მე ჩემი ხელისუფლება იმისთვის მყავს არც მოსკოვს არ მოუსმინოს, არც ბრიუსელს და  არ მოუსმინოს  არც ვაშინგტონს, თავის ხალხს უნდა მოუსმინოს . აბა , ამერიკასთან მიდი და გაუბედე , რასაც გიზამს არავის არ გაუყო მერე. ვინ არიან ეს უგუნური ადამიანები.  რამდენი ხანია რაც ომი დაიწყო, ჩვენ დახმარებაზე მეტს რას ვაკეთებთ, რა უნდა ახლა იმათ ჭკუაზე ვიაროთ?! ჩვენ იმათ ჭკუაზე არასდროს არ ვივლით . ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმისთვის უნდა იყოს , რომ თავის ხალხისთვის იფიქროს და ერთმანეთს ფეხი კი არ დავუდოთ.

ხშირად ვლაპარაკობ შერიგებაზე, როცა შერიგებულები არ ვართ რა სამარცხვინო ამბები  ხდება ქვეყანაში. დარბიან მსოფლიოში გვიშველეთ ასე ხდება , ისე ხდება. მე ყველაზე ძალიან გული რაზე მტკივა იცით?! ჩვენ რატომ ვუთანაგრძნობთ უკრაინებს, იმიტომ რომ ჩაგრავენ, თვითონ როგორც უნდა იცხოვრონ,  არ აცხოვრებენ. თვითონ იქიდან უკრაინელები, ვიღაც უგუნური ადამიანები  , ჩვენები ვერ ბედავენ იმათ სახელი უწოდონ . ფიქრობენ, რომ იმათ ჭკუაზე უნდა ვიცხოვროთ -  "კუმ ფეხი გამოყოო"  ასე მოსდით.  რომელია ავტორიტეტი, ვინც რამეს გვეუბნება, რა უნდათ  დაიქირაონ ჩვენი მთავრობა , ჩვენმა მთავრობამ იჯარით მისცეს ეს მიწა და პოლიგონად გავხადოთ საქართველო, დავიშალოთ ?! კიდევ მილიონი კაცი რომ გაიქცეს ქვეყნიდან ვის ვუტოვებთ საქართველოს?! რად მინდა მერე მათი მილიარდები აშენებისთვის თუ დამინგრიეს და გამიპარტახეს. 

ადამიანები როგორები გავხდით: იჭერენ ციხეში ადამიანებს, საქართველოში როგორ არის რომ რეაგირებაც არ არის,  იძახიან იყოს, იქ იყოს . რატომ მივედით აქამდე , კარგი ხომ არ არის?! თუნდაც  იმსახურებდეს ადამიანი რაღაც სიბრალულის , გრძნობა ხომ უნდა გქონდეს , მაგრამ სიბრალულიც მოგისპეს ისე იქცევიან. ამიტომ შერიგებას ალტერნატივა არ აქვს. 

ცოტა ხანი ვაცალოთ, სად უნდა გვიჩივლონ  პუტინთან, ბაიდენთან თუ ევროპაში ვისთან უნდა გვიჩივლონ?! ეს არის საქართველო და უცხოელმა კეთილი ინებოს თუ უნდა ჩვენთან ურთიერთობა . საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მტერი შემოსეული . უკრაინაში რაც ხდება მთელი ჩვენი ისტორია სულ ასე ხდებოდა. საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა 9 აპრილიდან დაწყებული  მერე 90-იანი წლები რა გადავიტანეთ , ჯერ ძმათამკვლელი ომი შემოიტანეს , შემდეგ აფხაზეთში რუსებთან ომი , მერე 2008 წელი აღარ გვაკმარეს და კიდევ დაგვიმატეს . ჩვენთვის ვინ იბრძვის, ჩვენ ყოველთვის ჩვენთვის ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძოდით ხოლმე ჩვენი თავისუფლებისთვის. ახლა ჩამოვედი უცხოეთიდან, იქ დროშებზე ეწერა დავეხმაროთ, ჩვენთან ჩვენი დროში პატივისცემა რომ არ აქვთ ყველას უკრაინის დროშა აქვთ გამოტანი ისე ვუჭერთ მხარეს, რა უნდათ ჩვენგან, იმათ ჭკუაზე ვიაროთ?! თავიანთ თავს მიხედონ. ვაჟკაცურად ვინც იბრძოდნენ გარღვევა ვერ გააკეთეს და ტყვეებად ჩააბარეს ისინი, ნუ დაავიწყდებათ. 

როდესაც აღა-მაჰმად-ხანი და ვიღაცები შემოდიოდნენ და კარებს რომ უღებდნენ ხოლმე ჩვენი ქვეყნის მტრები , ისინი იმათ შთამომავლები არიან, არ არიან ქართველები და ნუ ლაპარაკობენ ქართველობაზე. 

მკაცრი ვარ , მაგრამ აღარ შეიძლება მსოფლიოში ასე რომ ლაპარაკობენ გამოგვიყვანეს რომ ჩვენ დავაძალეთ რუსეთს რომ ომობს,  თურმე რა შეგვძლებია . გაზზე გამდიდრდა რუსეთი ორჯერ მეტი შემოსავალი აქვს , ვიდრე შარშან . გაზი უკრაინაზე გადის საქართველოზე კი არა ჩვენთან რომ გადიოდეს ხომ წარმოგიდგენიათ რას გვიზამდნენ?! ჭკვიანად იყვნენ, ადრე თუ გვიან შევხვდებით და პასუხსაც მოვთხოვთ. "- ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იქადაგა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები