არ მოვისვენებ, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება – დუდა

სულ ნახვები : 277
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და მიმდინარე ომზე ისაუბრა. მისი თქმით, ის არ მოისვენებს სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება.

“გაჩნდა შემაშფოთებელი ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინამ პუტინის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს. მხოლოდ უკრაინელებს აქვთ უფლება გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი… თუ უკრაინა შეეწირა ეკონომიკური მიზეზებსა და პოლიტიკურ ამბიციებს – მისი ერთი სანტიმეტრიც კი – ეს იქნება დიდი დარტყმა არამხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მთელი დასავლური სამყაროსთვის…არ მოვისვენებ, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება”, – განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა