სარდალაშვილმა სტატუსი გაამართლა და ევროპის თასი მოიგო

სულ ნახვები : 156
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

18 წლის ქართველი ძიუდოსტი გიორგი სარდალაშვილი (60კგ), რამდენიმე დღის წინ ევროპის ძიუდოს გაერთიანებამ (EJU) 2021 წლის ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა და ეს სტატუსი ქართველმა სპორტსმენმა ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართული იუნიორთა ევროპის თასზე დაამტკიცა.

სარდალაშვილმა ალეხანდრო პრიეტო სიმანკასი (ესპანეთი), რიკარდო პირესი (პორტუგალია), ფლორიან ბოეკერი (გერმანია) და ლუის ბაროსო ლოპესი (ესპანეთი) ისე დაამარცხა, რომ თავად ილეთი არ გაუშვია. სამაგიეროდ, ყველა მეტოქეს იპონებით სძლია. ერთადერთი, ფინალში იაპონელ კეიჯი ცუჯიოკას ვაზარით აჯობა.

ევროპის თასზე თენგო ზირაქაშვილი (66) და გიორგი მაისურაძეც (90) მონაწილეობდნენ, მაგრამ, უშედეგოდ იასპარეზეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები