უკრაინის პარლამენტმა საომარი მდგომარეობა ზაფხულის ბოლომდე გაახანგრძლივა

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პარლამენტმა საომარი მდგომარეობა ზაფხულის ბოლომდე გაახანგრძლივა. გადაწყვეტილებას მხარი 320 დეპუტატმა დაუჭირა. დღესვე უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საყოველთაო მობილიზაციის 23 აგვისტომდე გახანგრძლივებასაც.

უკრაინის რადას სხდომა საჰაერო თავდასხმის შესახებ სიგნალის გამო დროებით შეწყდა და დეპუტატები თავშესაფარში გადავიდნენ.  აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა რადას დეპუტატმა რომან გრიშუკმაც.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პარლამენტი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს განიხილავდა. მანამდე  რადაში სიტყვით გამოვიდნენ პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა