ქუთაისში დაკავებული აჭარელი ახალგაზრდების ახლობლებმა გზა გადაკეტეს

სულ ნახვები : 287
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქუთაისში სამხარეო პოლიციასთან გუმათში მომხდარ ინცინდენტზე დაკავებული წულუკიძეების და ჭელიძეების ახლობლები შეიკრიბნენ და გზა გადაკეთეს. 

ისინი 6 დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ  აჭარიდან ჩასულ ახალგაზრდეს პროვოკაცია მოუწყვეს.

„მათ ბრალი წარუდგინეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.  დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და მათი მხრიდან რაიმე ძალადობას გამორიცხავენ. რაც შეეხება  რომ გავრცელებულ კადრებ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამ კადრფებში  საერთოდ  არ ჩანან“-, აცხადებს დაკავებულების ადვოკატი დალი სულაქველიძე.

პოლიციასთან სამართალდამცველების და სპეცრაზმის ჯგუფებია მობილიზებული.

შეგახსენებთ,  12 აპრილს, გუმათჰესის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ 6 პირი დააკავა. ბრალდების იცფორმაციით, მსათ  ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა