ექსკლუზივი: ირაკლი კობახიძის ვაშინგტონში ვიზიტის უხერხულობები

სულ ნახვები : 15,378
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ვიზიტმა ვაშინგტონში, ქართული დელეგაციისთვის დიპლომატიური და პოლიტიკური უხერხულობების ფონზე ჩაიარა.

CNews-ის ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს საელჩოში კობახიძის მოთხოვნით დაიგეგმა დამოუკიდებლობის აღდგენის დღის - 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც საგანგებოდ მოწვეული კონგრესმენები, სენატორები და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები უნდა დასწრებოდნენ. სწორედ აქ უნდა მოეხდინა შთაბეჭდილება ირაკლი კობახიძეს და მოეპოვებინა სტუმრების მხარდაჭერა.

ღონისძიება 13 აპრილისთვის დაიგეგმა, თუმცა მოწვეული სტუმრების უმეტესობამ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მომიზეზებით საელჩოს თავაზიანი უარი განუცხადა. შემდგომ თარიღად 16 აპრილს საღამო შეირჩა, თუმცა საელჩომ აქაც თიოთქმის ყველა მიწვეულისგან უარი მიიღო, ამჯერად მომავალი შაბათ-კვირის - უიქენდის მომიზეზებით.  

CNews-ის ინფორმაციით, კობახიძის ამ ფიასკოს ისიც დაემატა, რომ კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან პირისპირ დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და მას ონლაინ რეჟიმში ესაუბრა. საუბარი საკმად რთული იყო, რომლის დასრულების შემდეგ კობახიძე ნამდვილად კმაყოფილი იყო, რომ კიზინგერთან პირისპირ შეხვედრამ არ მოუწია.

CNews-ის წყაროის ინფორმაციით ვაშინგტონში, საკმაოდ კატეგორიული იყო ასევე სენატორი ჯიმ რიში, რომელმაც პირდაპირ განუცხადა კობახიძეს - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვაშინგტონს იმედები გაუცრუვა, რომ მათ დაკარგეს რეალობის შეგრძნება თუნდაც გეოპოლიტიკური და რეგიონალური საფრთხეების აღქმის კონტექსტში. სენატორმა რიშმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზაა ახალი არჩევნები და ახალ არჩევნებამდე ქვეყანა ტექნიკური მთავრობით უნდა მივიდეს. ისევ იქნა ნახსენები აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, როგორც ტექნიკური მთავრობის მეთაურობისთვის მისაღები კანდიდატურა.

სხვა შეხვედრებმაც ამავე ტონალობაში ჩაიარა და კობახიძეს პირდაპირ მოსთხოვეს კომპრომისები და ვითარების განმუხტვა.

CNews-ის ინფორმაციით, სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტისთვის მოეწერა ხელი. გადაწყვეტილება განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ კობახიძე ვაშინგტონიდან თბილისისკენ უკანა გზაზე აპირებს ბრიუსელში ჩასვლას.

„ბრიუსელის საკითხი სავარაუდოდ, ბოლო წუთებში გაირკევა, კონკრეტულად ის, თუ ვინ შეხვდება მას. თავად სურვილი აქვს შეხვდეს დანიელსონს, პრეზიდენტ მიშელსაც და ევროპაში მაინც გაანეიტრალოს ვაშინგტონის მკვეთრი პოზიცია. ამიტომ იგი ბრიუსელში ხელცარიელი ვერ ჩავიდოდა, შესაბამისად გადაწყდა დოკუმენტზე ხელმოწერაც, რათა გაკეთდეს განცხადება“ „ჩვენ კარგი ბიჭები ვართ“, ოპოზიცია კი დესტრუქციული. თუმცა ვეჭვობ ევროპაში ეს დაგვიანებული რევერანსები ვინმემ დაიჯეროს“, - განუცხადეს CNews-ს ვაშინგტონიდან.

საბოლოოდ, ირაკლი კობახიძე ვაშინგტონს საკმაოდ უკმაყოფილოდ ტოვებს. როგორც მან თბილისთან კომუნიკაციის დროს აღნიშნა, საელჩომ ცუდად იმუშავა. ახლა ჯერი ბრიუსელზეა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა